2015 წლის დეკემბრის თვის შეჯამება (EN)

წლის დასასრულს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანტმა რეგიონში უცხოელი ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ ღონისძიებას გაუწია ორგანიზება: უმასპინძლა წამყვანი მედიის წარმოადგენლების ინფო ტურებს უკრაინიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან, აწარმოა აქტიური მარკეტინგული კამპანიები სამიზნე ქვეყნებსა და საქართველოში.

>>> იხილეთ დეკემბრის თვის დაიჯესტი <<<

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საფუძველი ჩაუყარა ტურიზმის რეგიონალურ ფორუმს „მაგნოლია 2015“, სადაც ტურიზმის სექტორის სხვადასხვა კომპანიები დაჯილდოვდნენ. დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია 25,26,27 დეკემებრის საახალწლო კონცერტებს ევროპის მოედანზე, რომელიც ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა „ინსაითი“ გახსნა. 25 დეკემბრიდან 7 იანავრამდე რეგიონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტმა პიარ კამპანიები აწარმოა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზამთარში აჭარაში დასვენების ამსახველი სარეკლამო კლიპი მსოფლიოში პოპულარული ტელეარხის „Discovery Channel”-ის ეთერით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადაიცა, გარდა ამისა კლიპი საქართველოს რეგიონალური არხებითაც გავრცელდა.

დეკემბერში დეპარტამენტმა ჩაატარა ტრენინგემის მეორე ეტაპი, სადაც ტურიზმის სექტორში დასაქმებული 145 კადრი გადამზადდა, ორგანიზება გაუწია ქართველი ჟურნალისტების მედია ტურს ახლად გახნილ სამთო-სათხილამურო კურორტზე „გოდერძი“, პოპულარიზაცია გაუწია კურორტის პოტენციალს, შეიმუშავა გოდერძის ტურისტული პაკეტები და დანიშნა ახალი მარშრუტი ხულოდან გოდერძის მიმართულებით. დეტალური ინფორმაცია დეპარტამენტის სიახლეების შესახებ იხილეთ დეკემბრის თვის დაიჯესტში.

2015 წლის დეკემბრის თვის შეჯამება (EN)