ზოგადი რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის
ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორის, გიდებისა და მძღოლების რეკომენდაციები:
- ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
- ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
- სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
- ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების განსათავსებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
- ისეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან, სადაც მგზავრთა დასაჯდომი ადგილების ოდენობა აღემატება 20-ს, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მძღოლის კაბინასთან უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
- ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
- ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
- რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
- ტურის მსვლელობისას მძღოლს თან უნდა ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
- ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.
- გიდის ვალდებულებები:
- გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი; o ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია; o ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;
- დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა; o თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსის Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია მოახდინოს სათანადო შეტყობინების გაკეთება 112-ში და იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
შენიშვნა: თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.
რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით:
- სატრანსპორტო საშუალებებში, არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე; o უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი;
- გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);
- აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
- o მუდმივად განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
- ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად;
- ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენება).
ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები, გიდებისა, მძღოლების და ტურისტების ვალდებულებები ტურისტული მომსახურების გაწევის/მიღების დროს:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
- დაიცავით ჰიგიენის წესები;
- მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს
(შეხებას და სხვა);
- სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
- გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
- დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ამისათვის გამოყოფილ სათანადო ურნაში;
- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
