Recommend.ge-ს შესახებ

“Recommend.ge” წარმოადგენს აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საკუთრებას, რომელიც შეიქმნა დეპარტამენტის შიდა რესურსების გამოყენებით.

ვებ-გვერდი ოფიციალური პორტალია, სადაც განთავსებულია ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ობიექტებისა და სერვისების ხარისხის შესახებ, რომელთაც რეკომენდაციას უწევს დეპარტამენტი. ის დაეხმარება ვიზიტორებს მიიღონ უკეთესი სერვისი და შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება.

ეს ვებ-გვერდი ასევე არის ერთგვარი გიდი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის ხარისხის ნიშნის მიღების პროცესში. “Recommend.ge”-ზე განთავსებულია ინფორმაცია იმ პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ხდება შესაბამისი ხარისხის ნიშნის „„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება. ვებ-გვერდი ასევე იძლევა ონლაინ რეგისტრაციის საშუალებას, მათთვის ვისაც ხარისხის ნიშნის მიღება სურთ.

მოცემული პორტალი დაინტერესებულ პირებს ასევე აწვდის ინფორმაციას რეგიონში ტურისტული ხარისხის დონის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების შესახებ, რომელთაც დეპარტამენტის ბაზაზე არსებული ტურიზმის განვითარების სკოლა სრულად უსასყიდლოდ თავაზობს კერძო სექტორს.

ვებ-გვერდზე ასევე წარმოდგენილია სიახლეები და კვარტალური დაიჯესტი დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ, რეგიონალური, შიდა თუ საერთაშორისო მასშტაბით.

ვებ-გვერდის შექმნის მიზანია დაეხმაროს ტურისტული სერვისის მომწოდებლებს გააუმჯობესონ სერვისი და მიიღონ ხარისხის ნიშანი, ხოლო რეგიონის ტურისტული სერვისებით მოსარგებლეებმა მიიღონ უკეთესი ხარისხის მომსახურება.

ვებ-გვერდზე ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე არ ხდება რომელიმე კერძო ობიექტის თუ მომსახურების ფასიანი რეკლამირება. ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსების მომსახურება უფასოა. ტურისტული ობიექტების საინფორმაციო ბაზის განახლება და მათი ვებ-გვერდზე დამატება ხდება დეპარტამენტის მიერ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ.

თუ გაქვთ სურვილი გააუმჯობესოთ თქვენი ტურისტული ობიექტის, პროდუქტის თუ მომსახურების ხარისხი გთხოვთ გაეცნოთ ვებ გვერდს “Recommend.ge“-ის და დაგვიკავშირდეთ.

Recommend.ge-ს შესახებ