ხარისხის ნიშანი გიდებისთვის

„რეკომენიდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გიდებისათვის

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ითვალისწინებს გიდებისათვის ხარისხის ნიშნის მინიჭებას. პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის გიდისათვის შესაბამისი ხარისხის მინიჭებას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე იმ პროფესიონალი გიდებისათვის, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ხარისხის ნიშანი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტმა ტურისტმა შეიტყოს მის შესახებ.

პროექტში ჩართვა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.recommend.ge-ზე დარეგისტრირებით, რის შემდგომაც დაიწყება ტესტირების ეტაპები. პირველ ეტაპზე მოხდება ტესტირება შესაბამისი თემატიკის გარშემო, შემდგომი ეტაპი არის უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმება, საბოლოოდ კი ხარისხის ნიშნის პრეტენდენტის შეფასება ხდება საჩვენებელი ტურის ჩატარებით.

ტესტირების ეტაპების დასრულების ბოლო ვადა ზაფხულამდე პერიოდს მოიცავს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიზანია ცხელ სეზონს რეგიონი „რეკომენდებული“ და პროფესიონალი გიდებით შეეგებოს.



„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ პროგრამის ტესტირების და სატესტო ექსკურსიის თემატიკა გიდებისათვის


1. პროფესიული ტესტირების თემატიკა:

- საქართველოს ისტორია და თანამედროვეობა (საბაზისო ცოდნა);

- საქართველოს გეოგრაფია, ბუნება და ლანდშაფტი (საბაზისო ცოდნა);

- საქართველოს კულტურისა და ეთნოლოგიის საკითხები. (ტრადიციები,დღესასწაულები; ფოლკლორი, ქართული და აჭარული სამზარეულო და ა.შ).

- უსაფრთხოება (საქართველოში და კერძოდ, აჭარაში არსებული საფრთხეები და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, პირველადი სამედიცინო დახმარება;)

- თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობა (ასევე-ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან; რეგიონული პოლიტიკა; ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა).

- საქართველოს გეოგრაფია, ბუნება და ლანდშაფტი. (მაგალითად: მოსახლეობის დაახლოებითი რაოდნობა; კლიმატური ზონები; ფლორა და ფაუნა (საბაზისო ცოდნა); საქართველოს/აჭარის დაცული ტერიტორიები, კულტურულ-ისტორიული ძეგლების მდებარეობა, რეკრეაციული რესურსები; საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტები).

- თანამედროვე ქართული ხელოვნება და კულტურა;

- აჭარის ისტორია;

- აჭარის ა.რ. პოლიტიკური მოწყობა (მართვის ორგანოები);

- ბათუმის განვითარების ისტორია;

- ბათუმის/აჭარის ღირსშესანიშნაობები; (მათ შორის: აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები);

- საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ (ზოგადი ინფორმაცია).


2. სატესტო ექსკურსია:

- ტურისტული მარშრუტისათვის ინფორმაციული საექსკურსიო ტექსტის მომზადება;

- ექსკურსიის ჩატარებისას ეთიკის და უსაფრთხოების წესების დაცვა;

- გამართული კომუნიკაცია. (ქართულ ან/და უცხო ენაზე, უცხო ენაზე ტურის ჩატარების შემთხვევაში).