პროექტი იდუმალი სტუმარი

მომსახურების ხარისხის კვლევა „იდუმალი სტუმარი“

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უკვე ორი წელია ტურისტულ ობიექტებში ახორციელებს მომსახურების ხარისხის კვლევას, კვლევის მეთოდის „იდუმალი სტუმარის“ მეშვეობით.

იდუმალი სტუმრის კვლევები ითვლება მომსახურების ხარისხის ყველაზე ზუსტ ბარომეტრად, სადაც დამკვირვებლები რეალური მომხმარებლების სახით ევლინებიან ობიექტებს და შეთანხმებული სცენარებით, წინასაწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით აფასებენ მომსახურების სხვადასხვა ასპექტს.

2015 წლის ზაფხულის სეზონზე აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის რეგიონის 150 ტურისტულ ობიექტებშიგანახორციელა კვლევა. კვლევა ითვალისწინებდა ტურისტული სერვისის დარგში ხარისხის დონის დადგენას, კერძოდ ტურისტულ სააგენტროებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა სერვისის სფეროში მომსახურების ხარისხის დადებითი დაუარყოფითი ფაქტორები, შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ტურისტული სერვისის სფეროს წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა.