რას ნიშნავს ''რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ''

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ წარმოადგენს აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შეთავაზებას რეგიონში არსებულ კვების და განთავსების ობიექტებსათვის მომსახურების ხარისხის გასუმჯობესებლად და ძირითადი ევრუპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.

პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითია. პროექტის ფარგლებში კრიტერიუმები დამუშავდა ევროპული Hotel Star Union და Hotrec - ის პრინციპებიდან გამომდინარე.

კრიტერიუმები დაიყო სამ ნაწილად: „სავალდებულო“, „დამატებითი“ და „სასურველი“.

ობიექტებს, რომელთაც სურთ მიიღონ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მოეთხოვებათ დააკმაყოფილონ „სავალდებულო“ კრიტერიუმის 100%, დამატებითის - 75% და სასურველის - 50%.

კვების და განთავსების ობიექტებში წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისობების გადამოწმებაზე პასუხისმგებელია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შედგება აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების თანამშრომლებისა და ტურიზმის გერმანელი ექსპერტის მიერ.

ობიექტები „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ხარისხის ნიშნის მინიჭებამდე გაივლიან მონიტორინგის ორ ეტაპს, პარალელურად პროექტში ჩართული ობიექტები პარალელურად გადიან სურსათის ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალიტეტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი და ხანძარუსაფრთხოების შემოწმებაზე კომპეტენტური სამსახურების შემოწმების პროცედურებს.

აღნიშნული უწყებებიდან მიღებული დადებითი დასკვნების საფუძველი აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ობიექტები გააგრძელებენ აჭარის ა.რ ტურიზმისა და კუროტრტების დეპარტამენტის პროექტში მონაწილეობას და ხარისხის ნიშნის მოპოვებისთვის შემდგომ მოქმედებებს.

ობიექტებს, რომელთაც მინიჭებულ აქვს ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ აკმაყოფილებენ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მთავარ კრიტერიუმებს:

  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სურსათის უვნებლობა
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • ობიექტზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება
  • განთავსების და კვების ობიექტების ოპერირების ძირითადი სტანდარტების დაცვა