2015 წლის აჭარის ტურიზმის სტატისტიკა

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით აჭარის მასშტაბით რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 2015 წელს წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც წლის განმავლობაში რეგიონში შემოსულ 443 667 ტურისტს გულისხმობს. მათ შორის, აჭარაში 265 492 უცხოელი ტურისტი და 178 175 შიდა ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების 1.7%- იან და შიდა ტურისტების 4.4% -იან ზრდას გულისხმობს.

ქვეყნების მიხედვით აჭარაში გამოკვეთილია ის ქვეყნებიც, საიდანაც რეგიონს 2015 წელს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა. პირველი ხუთეული წლის განმავლობაში უცვლელი იყო და ის ასე გამოიყურება: თურქეთი +1,2 (78 633), აზერბაიჯანი +0,2 (47 821) , რუსეთი +1,6 (31 827) , უკრაინა +1,5 (24 587) და სომხეთი +0,7 (21 193).

საზღვრის მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2015 წელს, ბათუმის აეროპორტში 2014 წელთან შედარებით ტურისტების 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა (77 447 უცხოელი ვიზიტორი). აეროპორტში შემოსულ ვიზიტორთა მიხედვით შესაძლებელია ქვეყნების პირველი ექვსეულის გამოყოფა: უკრაინა 18 830, რუსეთი 16 076, თურქეთი 10 244, ისრაელი 9 888, ბელორუსია 6 776 და პოლონეთი 5 428.

2015 წლის აჭარის ტურიზმის სტატისტიკა