2017 წლისათვის პროექტ „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მონაწილეთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

2017 წლისათვის პროექტ „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მონაწილეთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.recommend.ge - ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადის ფორმა, ან უკვე შევსებული აპლიკაცია მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აღსანიშნავია რომ ამ ეტაპზე მოხდა კრიტერიუმების განახლება როგორც კვების, ასევე განთავსების ობიექტებისათვის და ახალი კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითი და სრულიად უფასოა. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

2017 წლის რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო და ყველა მსურველს შეუძლია თავისი ტურისტული ობიექტი დაარეგისტრიროს ამა წლის 20 მაისამდე პერიოდში. თუ ობიექტი ვერ მოასწრებს ამ ვადაში რეგისტრაციას მისი განაცხადის განხილვა მოხდება რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე.

2017 წლისათვის პროექტ „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“  მონაწილეთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი  დაიწყო.