დეპარტამენტში სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი ტარდება. ტრენინგებს სასტუმროების მენეჯერებისთვის, ტექნიკური მენეჯერებისა და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მიხეილ კორძაია ატარებს. პროგრამის პრაქტიკული და თეორიული ნაწილი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო სწავლებებს და ქმედებების განსაკუთრებულობას, რისკებსა და საფრთხეებს, ხანძარსაწინააღმდეგო გეგმას, ცეცხლმაქრთა ტიპებს, სახეობებს და ამ მხრივ საკანონმდებლო მოთხოვნებს მოიცავს. ტრენინგის მონაწილეები სწავლების თეორიულ ნაწილს სასტუმრო ვორლდ პალასში პრაქტიკულად გადიან. ტრენინგი დღეს დასრულდება და მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

ტრენინგები საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. ის „შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა'-ს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების საფუძველზეა შემუშავებული და ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია იმისთვის, რომ კომპანიებმა დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესები და მოთხოვნები.

დეპარტამენტში სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა