გერმანელმა ექსპერტმა თავისი გამოცდილება მიმტანებს გაუზიარა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებს რეგიონში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. ამჟამად, დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრში თავისი 30 წლიანი გამოცდილება გერმანელმა ექსპერტმა ჰანს ულიხ ტროსიენმა კვებისა და განთავსების ობიექტებში დასაქმებულ მიმტანებს გაუზიარა. სემინარზე დეტალურად განიხილეს ტურიზმის ბიზნესში სტუმრებთან მომსახურების ძირითადი პრინციპები, კონფლიქტური სიტუაციებისთვის თავის გართმევა, სტუმრის კმაყოფილების დონის მიღწევა და მიმტანების საქმიანობის წარმატებისთვის საჭირო სხვა ძირითადი სტანდარტები. ტრენინგს, რომელიც 3 საათს გაგრძელდა 25-მდე მიმტანი ესწრებოდა აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტებიდან.

დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრი უფასო ტრენინგებს ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ კადრებს ყოველკვირეულად სთავაზობს. ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ნახლდება ვებ გვერდზე “Recommend.ge”. სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენელმაც მიმართოს ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით.

გერმანელმა ექსპერტმა თავისი გამოცდილება მიმტანებს გაუზიარა