სარესტორნო ბიზნესის ორგანიზება - ტრენინგი ტურიზმის დეპარტამენტში

აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების მენეჯერებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტრენინგი ჩაუტარდათ. გერმანელმა ექსპერტმა ჰანს ულიხ ტროსიენმა ტრენინგის მონაწილეებს სარესტორნო ბიზნესში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. ტრენიგისას დეტალურად განიხილეს მსოფლიოში დანერგილი სტანდარტები, რომელსაც რესტორანი უნდა აკმაყოფილებდეს. უფრო კონკრეტულად კი ტროსიენმა ყურადღება ისეთ დეტალებზე გაამახვილა, როგორებიცაა რესტორნის ორგანიზება, ინტერიერისა და სამზარეულოს მოწყობა, მოსამსახურე პერსონალის მართვა, სტუმრის დახვედრა, სუფრის ეტიკეტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ერთობლიობაც საბოლოო ჯამში რესტორნის რეპუტაციასა და მომსახურების ხარისხს განსაზღვრავს.
დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრი უფასო ტრენინგებს ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ კადრებს ყოველკვირეულად სთავაზობს. ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ნახლდება ვებ გვერდზე Recommend.ge. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სატრენინგო ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით კერძო სექტორს წარმომადგენელმაც მიმართოს.
“ჩვენი სატრენინგო ცენტრის მიზანია გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი რეგიონში. ტრენინგებზე დასწრება უფასოა და დარგში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს რა სახის ტრენინგზე ურჩევნია დასწრება. ამისთვის ჩვენ წინასწარ გავწერეთ ტრენიგების განრიგი სამ თვეზე და ინფორმაცია ტრენინგის თემის, ტრენერისა და მისი ჩატარების თარიღის შესახებ განთავსებული გვაქვს ვებ-გვერდზე recommend.ge. ვფიქრობ, წლის ბოლოს ეს ტრენინგები შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აისახება მომსახურების ხარისხზე,“ განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
ტრენინგების განრიგის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე http://recommend.ge/ge/training-center/trainings

სარესტორნო ბიზნესის ორგანიზება - ტრენინგი ტურიზმის დეპარტამენტში