აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ლიტვაში, ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაში „Adventur 2016” ღებულობს მონაწილეობას. დეპარტამენტი გამოფენაზე ცალკე სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც მისულ სტუმრებს, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა ქართული ღვინის, ჩურჩხელისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება მიეცემათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენის ფარგლებში რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას გეგმავს ლიტველი ტურ სააგენტოების, მედია საშუალებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებისთვის. გარდა ამისა, გამოფენაზე აჭარის ერთკვირიანი საგზურის გათამაშებაც იგეგმება, რომელშიც მგზავრობა, ღამისთევა და კვება შევა. გამოფენა დღეს გაიხსნა და 24 იანვარს დასრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაში მესამედ ღებულობს მონაწილეობას. დეპარტამენტი ლიტვაში მარკეტინგულ და პიარ კამოპანიებს 2013 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც წლიდან წლამდე იზრდება რეგიონში შემომსვლელ ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2015 წელს 2014-თან შედარებით აჭარაში ლიტვადან 2,8 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 16 საერთაშორისო გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის გერმანიაში, დუბაიში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე