როგორ ჩაერთოთ პროექტში

იმ ტურისტულ ობიექტებს, რომელთაც სურთ მიიღონ დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია“, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა, ან მოიტანონ შევსებული განაცხადი დეპარტამენტში.

ხარისხის ნიშნის მიღების პროცედურა რამოდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • განაცხადის შევსება
  • პირველი მონიტორინგი
  • მეორე მონიტორინგი
  • იდუმალი სტუმარი
  • სურსათის ეროვნულის სააგენტოს მიერ წელიწდში 1 შემოწმების დადებითი დასკვნა(საბუთი),
  • სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმება და მინიმუმ 1 დადებითი დასკვნა
  • შედეგების შეჯამება
  • ხარისხის ნიშნის მინიჭება
  • დაჯილდოება

განაცხადის შევსების ვადა მოიცავს პერიოდს: 1.01-1.03. ამ დროს ობიექტი ერთვება პროექტში, გაეცნობა ხარისხის ნიშნის მიღების ეტაპებს, შესაძლებლობებს და კრიტერიუმებს, რომლეთაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა, ვისაც სურს ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია“ მიღება.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაიწყება მონიტორინგის პირველი ეტაპი შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფის მიერ. (ჯგუფი შედგება დეპრტამენტის თანამშრომლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან) - პერიოდი: 1.03-1.04. ამ ეტაპზე შემოწმდება ობიექტის შესაბამისობა კრიტერიუმებთან და ხარვეზის/შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა გამოსასწორებლადაც ხდება გონივრულ ვადაზე შეთანხმება მონიტორინგის მეორე ეტაპის განსახორციელებლად.

მონიტორინგის მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს: 10.04-10.05. მონიტორინგის შედეგების დამუშავების შედეგად (15,05-25,05) მოხდება შედეგების საბჭოზე წარდგინება სეგმენტების მიხედვით, რის შემდეგაც ხდება საბოლოო შედეგის მიღება (1,06).

მომდევნო წლისთვის ობიექტები, რომელთაც აქვთ ხარისხის ნიშანი სტატუსის განახლებისათვის ავტომატურად ერთვებიან მონიტორინგის პროცესში მეორე ეტაპიდან.

როგორ ჩაერთოთ პროექტში