მიზანი და საქმიანობა

"ტურიზმის განვითარების სკოლა" აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბაზაზე არსებობს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს პერიოდულად თავაზობს ტრენინგებს, მასტერკლასებს, სამუშაო შეხვედრებს, საჭიროების შემთხვევაში უწევს მათ კონსულტაციას.

სკოლის მუშაობა მიმართულია რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაღალმთიან აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა ცნობიერებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაა. მის მიერ შეთავაზებული ტრენინგები თუ კონსულტაციები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის.

სპეციალურად სამიზნე აუდიტორიისათვის შეიქმნილია სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს მოდულებს იმ ძირითადი საკითხების გათვალისწინებით, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის შესაბამისი სეგმენტების მიხედვით. ტრენინგების ჩატარება მაღალმთიანი აჭარის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისათვის მარტის თვიდან იგეგმება.

სკოლის მიერ შემოთავაზებული ტრენინგების შესახებ ინფორმაცია - ტრენინგების განრიგი და თემატიკა, რეგულარულად განახლდება მოცემულ ვეგვერდზე “Recommend.ge”.

ტურიზმის განვითარების სკოლა დაკომპლექტებულია დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან (სერვისის განვითარების განყოფილება) და მოწვეული უცხოელი ექსპერტისაგან, ასევე ცენტრში ხდება სხვადასხვა წარმატებული ტურისტული ობიექტებიდან თუ პროფილური სასწავლებლებიდან სპეციალისტების მოწვევა მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მსურველმა პირებმა ან ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ სატრენინგო ცენტრის შესაბამისი შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სადაც ისინი შეძლებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრას და მათთვის საინტერესო საკითხების, თემების განხილვას.

ასევე შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში, დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენელმაც მიმართოს ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით, რაც ასევე გათვალისწინებული იქნება.

მიზანი და საქმიანობა